1. პროექტის სახელი: ტაბაკინის მონასტერი და კავკასიური ნაგაზი.
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია სოფლის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გაცნობა, სოფლის სახელწოდების ისტორიის მოძიება და გაცნობა, კულტურული ძეგლის ისტორია, სამონასტრო ცხოვრების წესის გაცნობა, მასალების მოძიება კავკასიური ნაგაზის შესახებ, მსგავსი ძაღლთსაშენები საქართველოში.
3. პროექტის სრული ღწერა: მოიძიონ მასალები არქივიდან,ისტორიული წიგნებიდან, ინტერნეტიდან (როგორც დოკუმენტის, ასევე ფოტო–ვიდეო მასალის სახით) მოაწყონ ექსკურსია, გაეცნონ კულტურულ ძეგლს, გაესაუბრონ სოფლის მოსახლეობას (შეაგროვონ ხალხში დაცული თქმულებები და ლეგენდები ძეგლის და სოფლის შესახებ), გაეცნონ სამონასტრო ცხოვრების წესს (სურვილისამებრ გაატარონ მონასტერში გარკვეული პერიოდი და შეადგინონ დღიურები,გადაიღონ ფოტო–ვიდეო მასალა და გამოიყენონ ბუკლეტების დასამზადებლად). დაათვალიერონ მონასტრის კუთვნილებაში არსებული ძაღლთსაშენი და გაეცნონ მათ მოვლა–პატრონობის წესს.
4. მონაწილეთა ასაკი: 8–17 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2010–11 წწ. ხანგრძლივობა 1 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები შეივსებენ და გაიღრმავებენ ცოდნას საქართველოში არსებული უძველესი კულტურული ძეგლის შესახებ. მოეწყობა დისკუსიები.დაეუფლებიან ისტ–ის გამოყენებას. გაუზიარებენ მიღებულ შთაბეჭდილებებს ერთმანეთს.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოეწყობა გამოფენები ( ფოტო–ვიდეო მასალა,შესაძლებელია ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების ჩართვა გამოფენებში)დამზადდება ბუკლეტები და მოხდება პრეზენტაცია.
8. სამუშაო ენა: ქართული.
9. საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/სასწავლო ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ქართული, ხელოვნება, ბიოლოგია, ისტ–ი.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მაკა ყიფშიძე.
12. პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: m.kifshidze@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: mkifshidze.blogspot.com/
No comments:
Post a Comment